წინამდებარე მზა-ჩანაწერების პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ იყენებს შპს ბფა აკაუტინგი („ბფა აკაუტინგი“, „ბფა“, „ჩვენ“ ან „ჩვენი“) მზა-ჩანაწერებსა და მსგავს ტექნოლოგიებს ვებსაიტზე www.bfaaccounting.net („ვებსაიტი“).
1. რა არის მზა-ჩანაწერები (Cookies)?
მზა-ჩანაწერები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც შეიძლება შეინახოს თქვენს მოწყობილობაში ვებსაიტის მონახულებისას. ისინი ეხმარება ვებსაიტებს სწორად მუშაობაში, გარკვეული პარამეტრების დამახსოვრებაში და სადაც ნებადართულია, იმის გაგებაში, თუ როგორ იყენებენ ვიზიტორები ვებსაიტს.
2. ჩვენს ვებსაიტზე გამოყენებული მზა-ჩანაწერები
ჩვენს ვებსაიტზე შეიძლება გამოყენებული იყოს შემდეგი კატეგორიის მზა-ჩანაწერები:
- აუცილებელი მზა-ჩანაწერები: აუცილებელი მზა-ჩანაწერები გამოიყენება ვებსაიტის ძირითადი მუშაობის, უსაფრთხოებისა და ფუნქციონირების მხარდასაჭერად. ეს მზა-ჩანაწერები, როგორც წესი, საჭიროა ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის და ყოველთვის არ შეიძლება მათი გათიშვა ვებსაიტის მზა-ჩანაწერების პარამეტრების მეშვეობით.
- ანალიტიკური მზა-ჩანაწერები: ბფა-მ შეიძლება გამოიყენოს გუგლის ანალიტიკა (Google Analytics) იმის გასაგებად, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ვებსაიტთან და მისი ფუნქციონირებისა და მუშაობის გასაუმჯობესებლად. ანალიტიკური მზა-ჩანაწერები ექვემდებარება ვებსაიტის შესაბამის თანხმობის პარამეტრებს.
3. თანხმობა მზა-ჩანაწერების გამოყენებაზე
ვებსაიტი იყენებს მზა-ჩანაწერებზე თანხმობის ბანერს. შესაბამის შემთხვევებში, არაარსებითი მზა-ჩანაწერები გამოყენებული იქნება მზა-ჩანაწერებზე თანხმობის მექანიზმისა და მოქმედი კანონმდებლობის მეშვეობით გაკეთებული არჩევანის შესაბამისად.
4. Google Analytics
გუგლის ანალიტიკა (Google Analytics) არის მესამე მხარის ანალიტიკური სერვისი, რომელმაც შეიძლება შეაგროვოს ინფორმაცია ვებსაიტის გამოყენების შესახებ მზა-ჩანაწერებისა და მსგავსი ტექნოლოგიების მეშვეობით. გუგლის ანალიტიკის (Google Analytics) მეშვეობით შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ტექნიკურ და გამოყენების ინფორმაციას, როგორიცაა მონახულებული გვერდები, გამოყენების სავარაუდო მოდელები, მოწყობილობის/ბრაუზერის ინფორმაცია და სხვა ანალიტიკური ინფორმაცია. გუგლის (Google) საკუთარი პირობები და კონფიდენციალურობის პრაქტიკა ასევე შეიძლება ვრცელდებოდეს მის მიერ ინფორმაციის დამუშავებაზე.
5. მზა-ჩანაწერების მართვა
თქვენ შეგიძლიათ მართოთ ან შეზღუდოთ მზა-ჩანაწერები თქვენი ბრაუზერის პარამეტრების მეშვეობით და სადაც ხელმისაწვდომია, ვებსაიტის მზა-ჩანაწერებზე თანხმობის მექანიზმის საშუალებით. გარკვეული მზა-ჩანაწერების გათიშვამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ვებსაიტის ნაწილების ფუნქციონირებასა ან მუშაობაზე.
6. ცვლილებები წინამდებარე მზა-ჩანაწერების პოლიტიკაში
ჩვენ შეიძლება დროდადრო განვაახლოთ ეს მზა-ჩანაწერების პოლიტიკა ჩვენს ვებსაიტში, მზა-ჩანაწერებში, ანალიტიკურ ტექნოლოგიებსა ან სამართლებრივ მოთხოვნებში ცვლილებების ასახვის მიზნით. უახლესი ვერსია გამოქვეყნდება ვებსაიტზე განახლებული „ბოლო განახლების“ თარიღით.
7. კონტაქტი
თუ გაქვთ შეკითხვები ჩვენს მიერ მზა-ჩანაწერების გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: შპს ბფა აკაუტინგი, აკაკი წერეთლის გამზირი 116, თბილისი 0119, საქართველო. ელფოსტა: info@bfaaccounting.net
