გადასვლა მთავარ შინაარსზე

ᲩᲕᲔᲜ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

ჩვენ შესახებ

თქვენი ბიზნესის ადმინისტრირების აუთსორსინგი

რატომ გვენდობიან

  • საერთაშორისო სტანდარტებიაღრიცხვა და ანგარიშგება IFRS და მსს (SME) სტანდარტებით
  • დისტანციური მომსახურებამომსახურება და კონსულტაცია ონლაინ
  • ი/მ, შპს და სსყველა ორგანიზაციული ფორმის ბიზნესი

ვინ ვართ

ჩვენ ვართ კომპანია მრავალწლიანი გამოცდილებით ბიზნესის ადმინისტრირების დარგში. ჩვენი მომსახურებები მოიცავს:

  • ბიზნესის რეგისტრაციასა და სხვა აუცილებელი იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას ადგილობრივი და უცხოელი მეწარმეებისათვის;
  • ბუღალტრული და ფინანსური ინფორმაციის აღრიცხვასა და წარდგენას;
  • საგადასახადო, სტატისტიკური დეკლარაციებისა და ფინანსური ანგარიშგებების მომზადებას;
  • უცხოელი მეწარმეებისათვის და ფიზიკური პირებისთვის შრომითი საქმიანობის უფლებებისა და ბინადრობის უფლებების მოპოვების პროცესის დაგეგმვა/ადმინისტრირებას და მხარდაჭერას, ასევე სხვა ადამიანური რესურსების (HR) სერვისებს — კადრის მოძიებას, ტაბელის წარმოებას და ბრძანებების მომზადებას.

ჩვენ ვაწვდით მეწარმეებს არა მხოლოდ მრავალჯერად მომსახურებას, ასევე ერთჯერადსაც — იურიდიული და საგადასახადო კონსულტაციის სახით და ასევე მთლიანად, ბიზნესის ადმინისტრირების მასშტაბით.

ვთვლით, რომ არამხოლოდ ვეხმარებით ბიზნესს ზრდასა და განვითარებაში, არამედ ვქმნით მის ღირებულებას სწორი ნაბიჯებით ბიზნესში.

ბფა ექაუნთინგი — თქვენი ფინანსური მრჩეველი.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲕᲛᲣᲨᲐᲝᲑᲗ

ოთხი ნაბიჯი თანამშრომლობის დასაწყებად

  1. მოთხოვნა

    შეავსეთ ფორმა ან დაგვირეკეთ და მოკლედ აღწერეთ საკითხი.

  2. უკუკავშირი

    ვაზუსტებთ თქვენს საჭიროებებს და მომსახურების ფარგლებს.

  3. კონსულტაცია/შეთანხმება

    ვათანხმებთ ვადებსა და საფასურს და ვაფორმებთ ხელშეკრულებას.

  4. მომსახურება

    ვაწარმოებთ აღრიცხვას და ყოველთვიურად გიგზავნით რეპორტს.

კარგი გადაწყვეტილებები კარგი ციფრებით იწყება.


ზუსტი ფინანსური ინფორმაცია გეხმარებათ უკეთ შეისწავლოთ თქვენი ბიზნესის დარგი, მართოთ რისკები და დაგეგმოთ მდგრადი ზრდა.

მზად ხართ, თქვენი ბიზნესის ადმინისტრირება ჩვენ მოგვანდოთ?

პირველი ნაბიჯი — მოკლე ონლაინ კონსულტაცია.

დარეკვაკონსულტაცია