ᲑᲣᲦᲐᲚᲢᲔᲠᲘᲐ
საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება
სრული საბუღალტრო აღრიცხვა ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, შპს-ებისა და სს-ებისთვის — პირველადი დოკუმენტებიდან ყოველთვიურ რეპორტამდე.
- ვისთვის
- ი/მ, შპს, სს
- ფორმატი
- დისტანციურად
- სტანდარტი
- IFRS
- რეპორტინგი
- ყოველთვიურად
რას მოიცავს მომსახურება
ვიღებთ პასუხისმგებლობას აღრიცხვის სრულ ციკლზე, რომ თქვენ არ მოგიწიოთ ფიქრი დეკლარაციებსა და ვადებზე.
- საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება საერთაშორისო სტანდარტებით
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და ჩაბარება
- გადასახადის გადახდის ადმინისტრირება
- ინვოისების წარდგენა
- ფინანსური ანგარიშგების მომზადება
- ყოველთვიური რეპორტინგი
- კონსულტაცია ბუღალტრულ და საგადასახადო საკითხებზე
- პირველადი დოკუმენტების წარმოების კონსულტაცია
ვისთვის არის ეს მომსახურება
ინდივიდუალური მეწარმე
მათ შორის მცირე მეწარმის სტატუსით.
შპს
მცირე და საშუალო კომპანიები, მათ შორის დღგ-ს გადამხდელები.
სს
სააქციო საზოგადოებები IFRS ანგარიშგების მოთხოვნით.
როგორ ვმუშაობთ
მოთხოვნა
შეავსეთ ფორმა ან დაგვირეკეთ და მოკლედ აღწერეთ საკითხი.
უკუკავშირი
ვაზუსტებთ თქვენს საჭიროებებს და მომსახურების ფარგლებს.
კონსულტაცია/შეთანხმება
ვათანხმებთ ვადებსა და საფასურს და ვაფორმებთ ხელშეკრულებას.
მომსახურება
ვაწარმოებთ აღრიცხვას და ყოველთვიურად გიგზავნით რეპორტს.
როგორ ვადგენთ საფასურს
ფასი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მომსახურების მასშტაბებზე:
- ოპერაციების მოცულობა
- ყოველთვიური ინვოისები, სამეურნეო ოპერაციები და ფულადი ოპერაციები.
- თანამშრომლების რაოდენობა და არარეზიდენტები
- ხელფასები და შესაბამისი დეკლარაციები.
- დღგ-ს გადამხდელის სტატუსი
- დეკლარაციები და კონტროლი.
- საქმიანობის სპეციფიკა
- მარაგები, იმპორტი-ექსპორტი, მულტისავალუტო ოპერაციები.
- აქტივები
- კაპიტალიზებადი აქტივებისა და ცვეთა/ამორტიზაციის მოცულობა.
- სალიცენზიო საქმიანობა და აქციზი
- საქმიანობები, რომლებზეც გაიცემა ნებართვები ან ერიცხება აქციზის გადასახადი.
ხშირად დასმული კითხვები
რა სტანდარტით აწარმოებთ აღრიცხვას?
ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
შეგიძლიათ წინა პერიოდების აღრიცხვის გასწორება?
დიახ — აღრიცხვის გასწორება და აღდგენა ცალკე მომსახურებაა, რომელსაც ხშირად ვუთავსებთ მიმდინარე აღრიცხვას.
შესაძლებელია თუ არა მომსახურება დისტანციურად?
დიახ. საბუღალტრო აღრიცხვას დისტანციურადაც ვაწარმოებთ.
